LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული დასახლება გახდა პირველი მსოფლიოში, რომელიც მთლიანად ელექტრომობილებზე გადავა

63
chargingpoint

კომუნა აპი ფრანგული პირინეების ერთ-ერთი ყველაზე პატარა და იზოლირებული დასახლებაა, რომელმაც გადაწყვიტა რომ გამხდარიყო მსოფლიოში პირველი ადგილი, სადაც მხოლოდ ელექტრონული ტრანსპორტი იმოძრავებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფრანგულ ავტომწარმოებელთან Renault-თან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ელექტრომობილები დაურიგა და მათ გამოყენებას სამი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეძლებენ. კომუნის ყველა სამსახურიც ელექტროძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებაზე გადავა.

სამი წლის განმავლობაში ადგილბრივები მხოლოდ ელექტრომობილებს გამოიყენებენ და სხვა ქალაქებშიც ეკოლოგიური ტრანსპორტით წავლენ. შემდეგ კი  თავის გამოცდილებას ხელისუფლებას და ავტომწარმოებლებს გაუზიარებენ.

როგორც პროექტის ავტორები ფიქრობენ, თუკი ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, დამტკიცდება რომ ელექტრომობილი მხოლოდ დიდი ქალაქების წარმომადგენლებისთვის არ არის შექმნილი.

ელექტრომობილს მიიღებს ყველა ოჯახი (ეს არც თუ ისე ბევრია, რადგან აპიში 30-მდე ადამიანი ცხოვრობს) და დასამუხტი მოწყობილობაც ყველა სახლში დამონტაჟდება. ერთი საზოგადოებრივი სადგურიც დასახლების ცენტრში აშენდება.

საინტერესოა, რომ მთლიანად დამუხტულ ელემენტს 400 კილომეტრის გავლა შეუძლია, სწრაფი მუხტვის დამსახურებით კი 90 კილომეტრი სვლის მარაგის შესავსებად 30 წუთია საჭირო.

საინტერესოა, რომ ელექტრომობილების რაოდენობით საფრანგეთი ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს, მის წინ კი ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია არიან განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები