LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედი მერკური არგენტინის მაისურით და ლეგენდარული ფოტო მარადონასთან

269
rue3a19ee2a59

„ბოჰემური რაფსოდია“ წუხელ 4 „ოსკარის“ მფლობელი გახდა. ჯგუფ Queen-ის შესახებ გადაღებულ ფილმში ერთ-ერთი ჯილდო მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელმა რამი მალეკმა აიღო.

შესაძლოა ფრედი ფეხბურთით არ ყოფილა დაინტერესებული, მაგრამ იცოდა ვინ იყო მარადონა. 1981 წელს Queen არგენტინულ ტურნეში გაემგზავრა (ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მერკურისთან ერთად იქ აღმოჩნდნენ). 8 მარტის საღამოს, ფინალური კონცერტის დროს, ფრედიმ წარმოთქვა: „მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი მეგობარი მარადონა“.

არგენტინული პუბლიკა აფეთქდა. დიეგო ჯერ არ იყო ღმერთი, მაგრამ პროგრესი ეტყობოდა და ახალგაზრდული მსოფლიოც მოგებული ქონდა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ფრედის და Queen-ს, რომ ასეთი ბედნიერი გამხადეს“, – თქვა დიეგომ მიკროფონში. ამის შემდეგ კი მომდევნო სიმღერა გამოაცხადა – Another One Bites the Dust.

სცენაზე გასვლამდე Queen-ის წევრებმა და მარადონამ ფოტო გადაიღეს კულისებში: ფრედი არგენტინის ნაკრების მაისურშია, დიეგო – დიდი ბრიტანეთის დროშიან მაისურში.

 

 

 

ის ბრძოლაში ბოლომდე დარჩა მთლიანად გატეხილი სახით: ფრედი მერკური და Queen სპორტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები