General Motors–ის ინჟინერებმა სამსახურეობრივი უფლება–მოსილებით ისარგებლეს და ორი სატესტო Chevrolet Corvette–ით შეჯიბრი მოაწყეს.

შემთხვევა კენტუკის შტატში, საცხოვრებელ ზონაში მოხდა. ალექსანდრ ტიმი და მარკ დერკაცი პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების მრავალჯერადი დარღვევის გამო დააკავეს. ავტოკონცერნის თანამშრომლები 193 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, როდესაც დაშვებული სიჩქარე მხოლოდ 72 კმ/სთ იყო.

საპატრულო პოლიციას თავისი მოვალეობის შესასრულებლად ნამდვილი დევნის მოწყობაც კი მოუხდა. რის შემდეგაც ორივე ინჟინერი დააპატიმრეს და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. GM–ის თანამშრომლებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ GM–მა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულები არიან და შიდა გამოძიებას თავადაც ჩაატარებენ.

 

ტეგები: Chevrolet Corvette GM

მსგავსი თემები