ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტური დაიწყო. რამდენიმე ფავორიტმა დიდი სხვაობით მოიგო და ზოგიერთმა ფეხბურთელმა „თავი გაიგიჟა“. შედეგების მყისიერი და მოკლე შეჯამება თამაშის დასრულებისას ხდება ხოლმე. აი რა თქვეს მწვრთნელებმა და არა მარტო.
„ატალანტას“ მწვრთნელი 1:5-ის შესახებ: „როდესაც „სიტის“ თავისუფალი სივრცე აქვს, მათ ვერ შეაჩერებ“.
გვარდიოლა: „არაჩვეულებრივი შედეგია. კიდევ ერთი მოგება და ჯგუფიდან გავალთ“.
„ბაიერის“ მწვრთნელი პლეი-ოფში გასვლაზე: „წაგებას მივიღებ, როდესაც ამის შანსი აღარ გვექნება“.
დიეგო სიმეონე „ბაიერთან“ 1:0-ზე: „ატლეტიკო ვნებიანად თამაშობდა“.
ზინედინ ზიდანი: „რეალს კარგი თამაშის ჩატარება სჭირდებოდა და ეს გავაკეთეთ კიდეც“.
ტომას ტუხელი: „მბაპემ იცის, რომ ვერ ვიტან მის გარეშე თამაშს. მას არ სჭირდება თავისი დონის მტკიცება, მე სულელი არ ვარ“.
ლევანდოვსკისა და სტერლინგის მიღწევები, რამოსის და ნოიერის რეკორდები.
როგორ მოხვდა 16 წლის ბიჭი ნაკრებში: მესის აჯობეს - ამბები მოკლედ (ვიდეო)
მბაპე „ბრიუგესთან“ ჰეთ-თრიქზე: „მინდოდა მეჩვენებინა, რომ პსჟ-ს უჩემოდ გაუჭირდება“.
პოჩეტინო „ცრვენა ზვეზდასთან“ 5:0 მოგებაზე: „ხვალ დასვენების დღე იქნება“.
მაურიციო სარი: „იყო რისკი, რომ „ლოკოს“ კედელთან შესკდომას გავაგრძელებდით და ნერვიულობას დავიწყებდით“.
დიბალა დუბლის შესახებ: „ეს გოლები მართლა ძალიან მჭირდებოდა“.
ნიკო კოვაჩი „ოლიმპიაკოსთან“ მატჩზე: „ჩემი კომპლიმენტები ფეხბურთელებს, რომ შევძელით მატჩის შემობრუნება“.
მანუელ ნოიერი: „ბაიერნს მოსაგებად სამი გოლი სჭირდება, რადგან ორს ვუშვებთ ხოლმე“.