LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტი არასოდეს დაფრინავდა ვერტმფრენით ცოლთან ერთად

12562
5e30d72a62fa815a4378e8f5

ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც კობი ბრაიანტსა და მისი მეუღლის ვანესას შეთანხმებას შეეხება ვერტმფრენით ერთად მგზავრობის თაობაზე. ეს ინფორმაცია ჟურნალმა People-მა მოიპოვა.

საქორწინო შეთანხმების თანახმად, წყვილი არასოდეს ჯდებოდა ერთად ვერტმფრენში, რათა კატასტროფის შემთხვევაში შვილები ობლად არ დაეტოვებინათ. წყარო ოჯახთან დაახლოებული პირია.

კობი და ვანესა 2001 წელს დაქორწინდნენ. სწორედ მაშინ გაფორმდა ეს შეთანხმება.

ექსკალათბურთელს მეუღლე ვანესა და სამი ქალიშვილი – ნატალია, ბიანკა და კაპრი დარჩა, ეს უკანასკნელი 2019 წლის ივნისში დაიბადა.

კობი და ჯიჯი: ბრაიანტი და მისი ქალიშვილი კალათბურთის ვარსკვლავობაზე ოცნებობდნენ (კობის და ჯიჯის ფოტოები)

ბრაიანტი ამ ვერტმფრენს მრავალი წელი იყენებდა. ის მუდმივად ერთი პილოტის მომსახურებით სარგებლობდა. სწორედ არი ზობაიანი მართავდა იმ ავბედით დღესაც ვერტმფრენს.

წინასწარი ვერსიით ტრაგედიის მიზეზი ნისლის გამო ცუდი ხილვადობა გახდა.

რატომ ჩამოვარდა კობის ვერტმფრენი: პირველი დეტალები ცნობილია (ვიდეო)

ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ყველა მათგანის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები