LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო მილიარდს უახლოვდება

118
download

Forbes წერს, რომ “იუვენტუსში” ხელფასების შემცირებამ და საგანგებო ვითარებამ არ უნდა იმოქმედოს კრიშტიანო რონალდოს სწრაფვაზე მიაღწიოს მილიარდიან ნიშნულს და ამით გაუთანაბრდეს ტაიგერ ვუდსს და ფლოიდ მეივეზერს მილიარდერ სპორტსმენთა სიაში.

Forbes-ის რეიტინგით, რონალდომ 109 მლნ დოლარი იშოვა გასულ სეზონში, ამაში შედის 65 მლნ ხელფას-ბონუსების სახით, დანარჩენი კი სასპონსორო და სარეკლამო გარიგებებია. კორონავირუსის გამო შემცირებული ჯამაგირი დიდად არ უნდა აისახოს რეიტინგზე, თუ სპონსორების შემოსავლების მაღალ პროცენტს გავითვალისწინებთ.

ამრიგად, წელს შემოსავალმა შესაძლოა 90/100 მილიონ დოლარს მიაღწიოს. ეს ციფრი რონალდოს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ადგილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის და მესამე ადამიანი გახდეს სპორტის სამყაროში, რომელიც მილიარდ დოლარიან შემოსავალს მიაღწევს.

გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი 2009 წელს პირველი იყო, რომელმაც 13-წლიანი კარიერის შემდეგ ამდენს მიაღწია. მას მოყვა მოკრივე ფლოიდ მეივეზერი 2017 წელს. ფაქტობრივად, ბოლო 10 წელიწადში მარტო მეივეზერმა იშოვა უფრო მეტი, ვიდრე რონალდომ: 915 მლნ დოლარი პორტუგალიელის 800 მლნ დოლარისა და ლეო მესის 750 მლნ დოლარის წინააღმდეგ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები