„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და მისი მეორე ნახევარი ჯორჯინა როდრიგესი MTV Europe Music Awards ცერემონიას დაესწრნენ.
კრიშტიანომ ცერემონიაზე წითელი პიჯაკი და წითელი შარვალი ჩაიცვა, ხოლო ჯორჯინამ კაი გვარიანი ჩახსნილი ლურჯი კაბა. ბევრი დაეთანხმება მოსაზრებას, რომ წყვილი შოკისმომგვრელად გამოიყურებოდა წითელ ხალიჩაზე.
იტალიის ჩემპიონატში რონალდომ 9 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, მისი „იუვენტუსი“ კი ცხრილში პირველ ადგილზეა.