LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოობის 900 დღე: მთელი ეს დრო ჟოზე სასტუმროში ცხოვრობდა

1_hsS7Z23Id1Qfe5CyJs0CMQ

895 დღე, 537 ათასი ფუნტი…

ჟოზე მოურინიო ბოლოს და ბოლოს გადის სასტუმრო Lawry-დან.

ის იქ 2016 წლის 6 ივლისს შესახლდა და საერთო ჯამში ნომერი 895 დღით დაიკავა.

Lawry მოურინიოს მარტოობასთან ასოცირდებაა – ის მანჩესტერში მარტო გადავიდა, ოჯახი ლონდონში დარჩა. ქალიშვილი მატილდა ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობდა, ვაჟი, უმცროსი-ჟოზე „ფულჰემში“ თამაშობდა. სახლის ყიდვის საჭიროება არ ყოფილა. ტაბლოიდები წერდნენ, რომ მოურინიო ნომერში მოწყენილი იყო, პირველი ხანობა რესტორანშიც ვერ ჩადიოდა, რადგან არსად არ აძლევდნენ მოსვენებას და საკვებს ნომერში უკვეთავდა. მანჩესტერში მოურინიო ნაკლებს იღიმოდა, პრესკონფერენციის სტილიც შეიცვალა – ადრე ის გარე მტრებს უტევდა, „იუნაიტედში“ შინაურებზე გადაერთო.

მოურინიო ლუქს ნომერში ცხოვრობდა (სულ ასეთი ექვსია) მდინარე ირველის ხედით – 600 ფუნტი დღე-ღამეში. გამოდის, რომ სულ 537 ათასი გადაიხადა. ალბათ, როგორც მუდმივ კლიენტს ფასდაკლება გაუკეთეს.

 

ნომერშია ორი შესასვლელი, საძინებელი, მისაღები და სამზარეულო, საკმარისი ადგილი 4 პერსონის ვახშმობისთვის. კედლები მორთულია მხატვარ ალან რანკლის ნამუშევრებით.

სასტუმროში არის სპორტდარბაზი, სპა, მაგრამ არ არის აუზი.

შემოდგომამდე „მანჩესტერი“ სწორედ Lawry-ში სახლობდა ხოლმე, მაგრამ ერთხელ გუნდი საცობში გაიჭედა და კინაღამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დააგვიანდა. ამის შემდეგ მოურინიო წინასამატჩო შეკრებას „ოლდ ტრაფორდთან“ ახლოს მდებარე Hilton-ში აწყობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები