LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის 500 გამარჯვება: კიდევ ერთი ისტორია დაიწერა – ამბები მოკლედ

83
mini-2020-01-29-FCBvsLEGANES-16

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასზე „ლეგანესს“ 5:0 მოუგო. ლეო მესისთვის ეს იყო მე-500 გამარჯვება ყველა ტურნირზე. მან „ბარსაში“ 710 მატჩი ჩაატარა და 622 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში დუბლის ავტორმა ლეომ „ბარსელონაში“ 499-ე და მე-500 გოლები გაიტანა ესპანურ ტურნირებზე.
მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც საკლუბო დონეზე 500 გამარჯვება მოიპოვა. აი სხვები: ჩავი (482), იკერ კასილასი (463), ინიესტა (459), სუბისარეტა (444) და სერხიო რამოსი (439).

 

Mundo Deportivo: „ბარსელონა“ არ იყიდის ლუის სუარესის შემცვლელს. ურუგვაელი მაისამდე არ იქნება.

„ბარსელონა“ გადაიხდის 31 მლნ ევროს „ბრაგას“ ფორვარდ ტრინკაუში. მას „ახალ კრიშტიანოს“ ეძახიან.

„ვალენსიამ“ იჯარით წაიყვანა ფლორენცი სეზონის ბოლომდე.

კავანი არ გადავა „ატლეტიკოში“. ის სეზონს პსჟ-ში ჩაამთავრებს.

„ჰერტამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „მილანიდან“ პიონტეკის ტრანსფერი.

„მილანის“ მცველი რიკარდო როდრიგესი პსვ-ში იჯარით მივიდა.

„ინტერმა“ შესაძლოა ვეტერანი გორან პანდევი დაიბრუნოს.

„ნაპოლიმ“ 17+3 მლნ ევროდ სპალ-ის საუკეთესო ბომბარდირი პეტანია გაიფორმა. ის იჯარით დარჩება.

„ინტერი“ ჩაერთო სლიმანისთვის ბრძოლაში. მასთან მოლაპარაკებებს „მანჩესტერიც“ აწარმოებს.

ბრუნუ ფერნანდეში: „ჩემი სიყვარული „მანჩესტერისადმი“ მაშინ დაიწყო, როდესაც კრიშტიანოს ვუყურებდი“.

„ჩელსი“ ბოლო წინადადებას შეთავაზებს „ნაპოლის“ მერტენსის ტრანსფერზე.

ჟირუ დარჩება „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები