LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის კონტრაქტმა გაჟონა: ნახევარ მილიარდზე მეტი და მილიონობით ბონუსები

141
messi-revela-contrato-arruina-barcelona

ესპანეთში დიდ სკანდალია: ცნობილი ხდება ლეო მესის ბოლო კონტრაქტის დეტალები, რომელშიც არაამქვეყნიურ და გასაოცარ ციფრებზეა საუბარი.

ესპანური გაზეთი El Mundo ამტკიცებს, რომ მოიპოვა მესის „ბარსელონასთან“ ამჟამინდელი კონტრაქტის ასლი.

გამოქვეყნებული მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ არგენტინელის ხელშეკრულება სპორტის ისტორიაში უმსხვილესია. კონტრაქტი 2017 წლის ნოემბერში შეთანხმდა და წლევანდელ 30 ივნისამდეა ძალაში.

მაქსიმალური თანხა, რაც შესაძლოა მესიმ მიიღოს 4-წლიანი კონტრაქტით, გახლავთ – 555 237 619 ევრო. კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვით ადრე არგენტინლმა უკვე გამოიმუშავა 511 540 545 ევრო.

„ბარსელონამ“ 30-გვერდიანი კონტრაქტით ვალდებულება აიღო მესისთვის სეზონში 138 მლნ ევრო გადაეხადა, ბონუსების ჩათვლით. შეთანხმებაში ასევე გათვალისწინებულია ხელმოწერის ბონუსი – 115 225 000 ევრო და ბონუსი ლოიალურობისთვის – 77 929 955 ევრო.

შეგახსენებთ, მესის ჯერ არ გაუგრძელებია კონტრაქტი „ბარსასთან“, ის კლუბის პრეზიდენტის არჩევნებს ელოდება.

El Mundo ასეთი გარეკანით გამოვიდა:

სტატია გამოვიდა სათაურით: „კონტრაქტი, რომელმაც „ბარსელონა“ დაანგრია“. იგულისხმება კლუბის გიგანტური ვალი, რომელიც მილიარდ ევროს აჭარბებს.

ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით „ბარსელონამ“ განცხადება გაავრცელა და სინანული გამოთქვა, რადგან ეს კერძო დოკუმენტია და კონფიდენციალურობის პრინციპით რეგულირდება.

„ბარსელონა“ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირს ამ დოკუმენტის პუბლიკაციასთან და მიიღებს შესაბამის სამართლებრივ ზომებს El Mundo-ს წინააღმდეგ.

„ბარსელონა“ გამოთქვამს მხარდაჭერას მესის მიმართ, განსაკუთრებით მისი იმიჯის დისკრედიტირების ნებისმიერი მცდელობის წინაშე“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

თავის მხრივ ლეო მესიც აპირებს გაზეთს უჩივლოს.
ფეხბურთელის ადვოკატი სარჩელს ამზადებს და ასევე სწავლობს კლუბის თანამშრომლების პასუხისმგებლობის შესაძლებლობას, ვისაც კონტრაქტთან ხელმისაწვდომობა ჰქონდათ.

 

კიდევ ერთხელ გადახედეთ დაუჯერებელ რიცხვებს – სპორტის ისტორიაში უმსხვილესი კონტრაქტი ასე გამოიყურება (El Mundo-ს ვერსია, რომელსაც ბუნებრივია არავინ ადასტურებს):

• 4-წლიანი კონტრაქტის საერთო ღირებულება – 555 237 619 ევრო. უკვე გამომუშავებულია 511 540 545 ევრო.

• 138 მლნ ერთ სეზონში ბონუსების ჩათვლით.

• ბონუსი კონტრაქტის გაგრძელებისთვის – 115 225 000.

• ბონუსი ლოიალურობისათვის – თითქმის 78 მილიონი (77 929 955).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g