LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის წასვლის უფლება აქვსოო… სერხიო რამოსისა და დანიის რეკორდები – ამბები მოკლედ

98
Capturei

ესპანეთმა მეორედ მოიგო ზედიზედ 13 მატჩი ევროპის შესარჩევში. ჩეხეთს 15 მოგება აქვს.

ესპანეთმა მოიგო ევროშესარჩევის ყველა 5-ვე მატჩი საერთო ანგარიშით 13:3.

სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 21-ე გოლი გაიტანა და ნაკრების ტოპ 10 ბომბარდირებში შევიდა. ბოლო 9 შეხვედრაში კი 8 გოლი აქვს გატანილი.

დანიამ 106 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო სტუმრად – გიბრლატარი 6:0 დაამარცხა.

სომალიმ დაამარცხა ზიმბაბვე. ეს ამ დაქცეული ქვეყნისთვის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა მუნდიალის შესარჩევ ციკლში.

დიეგო მარადონა „ხიმნასიას“ მწვრთნელი გახდა, რომელიც არგენტინის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. 58 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

იკარდის ცოლი: „ბავშვები იტალიაში სწავლობენ. ვიცხოვრებთ ორ სახლში – მილანში და პარიზში“.

პსჟ-ს უარი უთქვამს „იუვენტუსისთვის“ ნეიმარის 100 მილიონად მიყიდვაზე და პლუს დიბალას წაყვანაზე.

Diario Sport: პსჟ-მ „ბარსა“ გააფრთხილა, რომ „რეალი“ შეეცდება 2020 წელს მბაპე იყიდოს.

იტალია არ აგებს ევროშესარჩევში 13 წელი და 35 მატჩია. ეს რეკორდია.

იტალიამ ევროშესარჩევის ყველა 5-ვე მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 16:2.

El Pais: მესის უფლება აქვს ყოველი წლის 30 ივნისს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააუქმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები