LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

670
cagareli-misha

აკონტროლეთ ემოციები. არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

ეცადეთ არ დაარღვიოთ წესები, რადგან დღეს ნამდვილად ვერ გადაურჩებით ჯარიმას.

კარგი დღეა დაკარგული ნივთების მოძიებისა და მეგობრებთან ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა არ ღირს ძველი წყენის გახსენება.

პარტნიორული ურთიერთობა – არ აჰყვეთ ილუზიებს, საკუთარი თავის მოტყუებას ისევ არასასიამოვნო სიმართლის ცოდნა ჯობია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის, სპორტული ინვენტარის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების გადაღლას. კარგი დღეა ყელის და თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები