LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

927
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:00-დან 16:35 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

საკმაოდ მძიმე დღეა, რადგან მომატებული აგრესიისა და გაღიზიანების ფონზე შემცირდება ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ზედმეტი დროისა და ენერგიის იმ საქმეებზე დახარჯვა, რომელთა შესრულება მარტივად არ გამოგდით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ პლასტიკური ოპერაციებისა და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმელების მიღებას. არ ღირს გონების და თვალების ზედმეტად გადაღლა, რადგან მაღალია თავის ტკივილის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, ყელს, ენდოკრინულ სისტემას და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები