LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1466
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს ზედმეტი სიამაყის და ამპარტავნობის, აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა. არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას, რისი ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. ეცადეთ მოიძიოთ კომპრომისი და სწორედ ასე გადაჭრათ საკამათო საკითხები.

გამოიყენეთ დღევანდელი დღე წარსულის გაანალიზებისთვის, შეცდომების აღიარებისა და დასკვნების გასაკეთებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინტელექტისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიისგან. ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ყელ-ყურის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები