LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორშეს“ ყველაზე გაყიდვადი მოდელი ელექტრომობილი გახდა

53
porschetaycan

„პორშეს“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ელექტრომობილია: 2021 წლის სამი კვარტლის შეფასებით, Taycan-ის გაყიდვები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ბენზინის მოდელების. სედანი Taycan და უნივერსალი Taycan Cross turismo 9 თვის განმავლობაში 28 640 ტირაჟიანი სერიით გაიყიდა, ანუ „ელემენტიანი“ მოდელების გაყიდვის მაჩვენებელმა მთელს გაყიდვებში 13,2% შეადგინა. 911-ის ოჯახობა  – 12,9% იყო, ხოლო Panamera – 9,3%.

Porsche-ს ბესტსელერად ჯერ ისევ Cayenne რჩება, მოდელი 62 451 ტირაჟით გაიყიდა და ბუნებრივია, Taycan-ს მისი მაჩვენებლის გამეორებამდე კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. თუმცა, მისი წარმატება მასობრივი ელექტროფიკაციის ფონზე, ძალიან კარგი ჟესტია.

„პორშეს“ მთავარი ბაზარი ჩინეთია. გასული 9 თვის განმავლობაში რეგიონში 69 789 ავტომობილის რეალიზება მოხერხდა. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარია და მისი მაჩვენებელი 63 025 ეგზემპლარია. ამასთან, აშშ-ში 51 615 ავტომობილი გაიყიდა. ევროპა ლიდერთა მესამე ადგილს ინარჩუნებს და მისი მაჩვენებელი 56 332 მოდელია. ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ახალი „პორშეების“ 87%-ს ყიდიან ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები