დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ახალი რომანი გააბა. მისი რჩეული „მის უკარინა 2016“-ის ფინალისტია.

ამის შესახებ უკრაინული პრესა წერს.

2018 წლის მაისში ქართველი ფეხბურთელი ოდესელ ალინაზე დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინება, როგორც აღმოჩნდა, დიდხანს ვერ გაგრძელდა. ამ დღეებში ხოჭოლავამ ინსტაგრამზე პარიზული ფოტო დადო, სადაც ახალ მეგობართან ერთადაა.

ჩვენიანის გული იულია სიდორენკომ დაიპყრო, რომელიც 2013 წელს უკრაინის ულამაზესი ქალბატონების ტოპ 50-ში შედიოდა, ხოლო 2016 წელს სილამაზის კონკურსის ფინალში გავიდა.

 

 

ეს კი ალინა გახლავთ, რომელზეც ოფიციალურად იყო დათო ხოჭოლავა დაქორწინებული.

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05