LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა გოგონამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი აიღო

50104252_2128238567486742_8037093904966746112_n

2019 წელი ქართველი მოციგურავეებისთვის დატვირთული იქნება. წინ არის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე კი, რომელიც 15-19 იანვარს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა, იუნიორების კატეგორიაში მონაწილეობდა ალინა ურუშაძე.

ალინამ 36 მონაწილეს შორის, რომლებმაც მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინეს, 146, 71 ქულით გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენიანმა დამაჯერებლად იასპარეზა და ლიდერობდა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში.

მომდევნო ტურნირი, სადაც ალინა ურუშაძე იასპარეზებს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იქნება, რომელიც 9 -16 თებერვალს ბოსნიასა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი “Prague Riedell Ice Cup”. ალინასთან ერთად იუნიორთა შორის ასპარეზობდა 13 ქვეყნის 29 მოციგურავე. მოკლე და თავისუფალი პროგრამების საერთო 139,87 ქულით ალინამ მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

 


ქართველ მოციგურავეებს კი წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, რომელიც 21-27 იანვარს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართება, ხოლო მარტში ხორვატიასა და იაპონიაში დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატები, სადაც ქართველი მოციგურავეები იასპარეზებენ ვაჟების, გოგონებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები