LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო პირველად არ არის მეგოლეებში: ამბები მოკლედ

103
Capture

ანტონიო კონტე უახლოეს ხანში „ინტერს“ ჩაიბარებს. სამ წელიწადში ის 36 მლნ ევროს მიიღებს.

„იუვენტუსის“ ფორვარდმა რონალდომ სერია ა-ში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეოთხეზე გავიდა. კრიშტიანო საუკეთესო გოლეადორთა სამეულში პირველად ვერ მოხვდა 2006 წლის შემდეგ. მაშინ „მანჩესტერის“ რიგებში 9 გოლი გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი კი ფაბიო კვალიარელა გახდა – 26 გოლი. ის მესამე „სამპდორიელია“, ვინც სერია ა-ს ბომბარდირი გამხდარა: ჯანლუკა ვიალი (1990/91 – 19 გოლი) და სერჯიო ბრიგენტი (1960/61 – 27 გოლი).

დე როსიმ გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართა „რომას“ რიგებში.

 

პსჟ-ს სურს მილნერი და ალანი გადაიბიროს.

ზიდანს არ სურს, რომ რამოსი „რეალიდან“ წავიდეს.

„მანჩესტერი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“ „ბეტისის“ ნახევარმცველით ლო სელსოთი არიან დაინტერესბული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები