Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალი „ენბიეის“ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, „ჩიკაგო ბულზის“ ოქროს თაობაზე და მეტწილად გუნდის ლიდერზე, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე – მაიკლ ჯორდანზე მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ სერიალმა არა მხოლოდ ფანების, არამედ კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. „უკანასკნელი ცეკვა“ „ემის“ დაჯილდოებაზე 3 ნომინაციაშია წარდგენილი.

2020 წლის სექტემბერში, „ემის“ დაჯილდოების 72-ე საზეიმო ცერემონიაზე „უკანასკნელი ცეკვა“ გამარჯვებას ეცდება ნომინაციებში:

საუკეთესო დოკუმენტური ან სამეცნიერო-პოპულარული სერიალი; სამეცნიერო-პოპულარული პროგრამის საუკეთესო მონტაჟი და დოკუმენტური ან სამეცნიერო-პოპულარული სერიალის საუკეთესო რეჟისორი.

მაიკლ ჯორდანი „ჩიკაგოში“ 1984-93 და 1995-98 წლებში თამასობდა. გუნდთან ერთად მან ექვსჯერ ითამაშა „ენბიეის“ სუპერფინალში, ექვსი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო და ექვსჯერვე სუპერფინალის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ დასახელდა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები