LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიიდან და ინგლისიდან მწერენ, არადა განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია – ჯანო ანანიძე მადლიერების წერილებს იღებს

210
jano-ananidze-fabian-schaer

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძე შვეიცარიის ნაკრებთან დაპირისპირების დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ფაბიან შერის პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

ჯიმი ტაბიძესთან შეჯახების შემდეგ შერიმ გონება დაკარგა, ჯანო ანანიძე კი მასთან პირველი აღმოჩნდა და საჭირო დახმარება გაუწია.

”არაფერი განსაკუთრებული არ ჩამიდენია. ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ, მე კი ყველაზე ახლოს ვიდექი. დავინახე, რომ ორივე დაეცა. ამ დროს მსაჯმა საჯარიმო დანიშნა და გავიქეცი, მაგრამ დავინახე, რომ შერი ისევ მინდორზე იწვა და არ ინძრეოდა. მასთან პირველმა მივირბინე და ექიმების მოსვლამდე აღმოვუჩინე დახმარება.
პირველად მსგავსი რამ მაშინ ვნახე, როდესაც ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევი გადაარჩინა.
ფანები მადლობის წერილებს მწერენ. არადა ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. მსგავს შემთხვევებში მთავარია გონებადაკარგულ ადამიანს პირის დახურვის საშუალება არ მისცე, შემდეგ კი მას ექიმები დაეხმარებიან”, – თქვა ანანიძემ.

 

საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები