LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლამ“ გადაიღო, თუ როგორ კაწრავდნენ მის ძარას (ვიდეო)

75
maxresdefault

Tesla Model 3-ის გვერდითმა კამერამ გადაიღო, თუ როგორ მივიდა ელექტრომობილთან უცნობი ქალბატონი და მისი უკანა ნაწილი დააზიანა.

„ტესლას“ სხვადახვა მხარეს წრიული ხედვის 9 კამერა აქვს დამონტაჟებული და ზოგჯერ საკმაოდ საინტერესო სიუჟეტებს აფიქსირებს ხოლმე. მაგალითად, კოლორადოს შტატში მცხოვრებმა ალან ტვიდმა ნახა, თუ როგორ აფუჭებდნენ მის Model 3-ს.

ცისფერი „ტესლას“ მფლობელმა ქალიშვილი სკოლაში მიიყვანა და მისი ვარჯიშის საყურებლად დარჩა. პარკინგზე დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ ძარის დიდი ნაწილი დაკაწრული იყო. ვიდეოკამერის ჩანაწერის ნახვაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.

აღმოჩნდა, რომ უცნობმა ქალბატონმა მანქანა სპეციალურად დააზიანა. „ტესლა“ ისე იყო დაპარკინგებული რომ არავის უშლიდა, თუმცა ქალი მივიდა და ძარა გასაღებით დაკაწრა. ავტომობილის შესაკეთებლად ალანს 2000 დოლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ვიდეო ქსელში გაავრცელა და ზარალის ანაზღაურება ვანდალს მოსთხოვა. სხვა შემთხვევაში კი საქმეში სამართალდამცავთა ჩართვით დაემუქრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები