LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, მსოფლიოში პირველი მცურავი ველოსიპედი

58
ველოსიპედი

ამერიკელი გამომგონებლები ეძებენ ინვესტორებს, რათა მსოფლიოში პირველი მცურავი ველოსიპედის წარმოება დაიწყონ. გამოგონება წარმოადგენს ველოსიპედს, რომელსაც უზარმაზარი მსუბუქი საბურავები აქვს და მათი შექმნისას რეაქტიული თხილამურების ტექნოლოგია გამოიყენეს. იდეის ავტორთა თქმით, ინოვაციური ტრანსპორტი წყალზე მოგზაურობას განსხვავებულ ხიბლს შესძენს. მცურავი ველოსიპედის შეძენის მსურველებისთვის წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და მისი დაჯავშნა 2 ათას დოლარადაა შესაძლებელი.

პროექტის ავტორები ახალ ტრანსპორტზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშაობის პროცესში ინჟინრებმა კონსტრუქცია რამდენჯერმე შეცვალეს და ამ დროისთვის პირველი სრულად ფუნქციონალური პროტოტიპია წარმოდგენილი. კონსტრუქცია ველოსიპედს საშუალებას აძლევს, რომ წყალზე მსუბუქად გადაადგილდეს.

მცურავი ველოსიპედის ტექნიკურ დეტალებს ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებენ და პირველი მყიდველები თავის ველოსიპედებს 2023 წლის ივნისისთვის მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები