LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდი ელექტრო ტრანსპორტის შეძენისთვის ისევ ფულს იხდის

111
მადრიდი ელექტრო ტრანსპორტის შეძენისთვის ისევ ფულს იხდის

მადრიდის მერიამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს ელექტრო ტრანსპორტის შეძენისთვის დახარჯული ფულის 50% ისევ უკან დაუბრუნოს. საუბარია – ელექტროველოსიპედებზე, მოტოციკლეტებზე და კვადროციკლებზე, ასევე ელექტრო ფურგონებზე ელექტრო ძრავებით.

„მწვანე“ ტრანსპორტის სახეობის და ღირებულების გათვალისწინებით მადრიდელებს 12 ათას ევრომდე კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მაგალითად, ელექტრო ველოსიპედის შეძენისთვის 600 ევროს მიღება შეიძლება, ელექტრო ფურგონისთვის – 5 ათასი ევროსი.

მიზანი – ადგილობრივთა მოტივირებაა, რათა ეკოლოგიური ტრანსპორტი უფრო ხშირად აირჩიონ. საქმე ისაა, რომ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მეოთხედი ტრანსპორტზე მოდის და აქედან 70%-ზე პასუხისმგებელი ავტომობილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები