LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ხალხს სტადიონზე არ შეუშვებენ

98
during the Serie A match between AC Milan and Genoa CFC at Stadio Giuseppe Meazza on March 8, 2020 in Milan, Italy.

იტალიაში გულშემატკივრები 2021 წლის მარტამდე ვერ შეძლებენ სტადიონებზე მისვლას.
ადგილობრივი მედია წერს, რომ იტალიაში საფეხბურთო სეზონი, შესაძლოა, 31 მაისს განახლდეს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით. ხოლო გულშემატკივრებს 2021 წლის მარტამდე არ მისცემენ მატჩებზე დასწრების უფლებას. სწორედ იმ დროისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა და ყველა შეზღუდვის მოხსნა.
სერია ა-ში 26 ტურის გამართვა მოესწრო, გათამაშებას 63 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს.

ცოტა ხნით ადრე კი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩამთავრდეს.

“ვმუშაობთ გეგმაზე, რის მიხედვითაც უნდა დავუბრუნდეთ თამაშებს. როცა იტალია ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდება, როცა სხვა ყველა სექტორი მზად იქნება ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გასაგრძელებლად, ჩვენც განვაახლებთ ჩემპიონატს.
ჩვენ, ექიმები, ფეხბურთელები – ყველაფერს გადავწყვეტთ და პასუხისგებლობასაც ავიღებთ.
თუ ნებას მოგვცემენ, სეზონი ივნისში განვაახლოთ, ვარიანტები გვაქვს, რის მიხედვითაც ივლისის ბოლოს დავასრულებთ”, – განაცხადა გრავინამ.

 

პრობლემებია ოკეანის გაღმაც.
ლოს-ანჯელესის მერი ერიკ გარსეტი აცხადებს, რომ სპორტული ღონისძიებები ქალაქში მინიმუმ შემდეგ წელს დაბრუნდება.

“მე ვფიქრობ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება, ხალხის დასწრება აკრძალული იქნება. კარგი იქნება, თუ სპორტული ღონისძიებები განახლდება და ჩვენ მათ ტელევიზორის საშუალებით ვუყურებთ.
ქალაქში სპორტული ღონისძიებები იქამდე არ აღდგება, სანამ არ მოხდება ქალაქის ვაქცინაცია ან სანამ მოსახლეობა იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს” – უთხრა გარსეტიმ CNN-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები