წლის გიგანტი: თორნიკე შენგელია ესპანეთის წლის კალათბურთელია

179
Capturewww

ქართველი კალათბურთელის კიდევ ერთი დიდი აღიარება: თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშეა.

ესპანეთში წლის საუკეთესოების დაჯილდოვების 32-ე ცერემონიალი გუშინ გაიმართა. ჩვენიანმა კი ყველაზე მნიშნველოვანი ჯილდო – „წლის გიგანტი“ აიღო. თორნიკეს პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი 18.6-ია.

 

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატი ევროპაში (ბუნებრივია ევროლიგა არ ითვლება) უძლიერეს ლიგად არის მიჩნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები