LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატურალური პროდუქტები ვიტამინების ნაკლებობის დროს – ადრენალინი

18
page

ყველაზე მარტივი გზა ვიტამინების და მინერალების შესავსებად, მულტივიტამინების კომპლექსის მიღებაა. მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც ნატურალური პროდუქტების გზის არჩევაა. მოდით გადავხედოთ რომელი პროდუქტი რა ტიპის ვიტამინის წყარო შეიძლება იყოს.

შეიძლება გაგიჭირდეთ დაჯერება, მაგრამ მჟავე კომბოსტო მოთუშულ კომბოსტოზე გაცილებით სასარგებლო ყოფილა. დამჟავების გზით შენახულ კომბოსტოში უამრავი სასარგებლო ნივთიერება ნარჩუნდება: C, K და B ჯგუფის ვიტამინები. ასევე კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, თუთია. ამასთან ერთად, დამჟავების პროცესში კომბოსტო მდიდრდება ორგანული რძე-მჟავებით, რაც კარგად აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.

მზის სხივების ნაკლებობას ან მათ არარსებობას ზამთარში D ვიტამინის საკვები პროდუქტების მეშვეობით მიღება დააბალანსებს. ამ ვიტამინს კი უხვად შეხვდებით ხიზილალაში, კვერცხში, ნაღების კარაქში, ყველში, თევზში. D ვიტამინის დეფიციტის შევსების გარდა, ეს პროდუქტები იმუნიტეტის გაძლიერებაშიც დაგეხმარებიან და კანის მდგომარეობაზეც დადებით გავლენას მოახდენენ. თუ თქვენ წინდახედულობა გამოიჩინეთ და ზაფხულში საყინულეში კენკრის მარაგი გააკეთეთ, მაშინ ეს გაყინული კენკრა ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ ზამთარში. ყოველდღიურად გაალღვეთ მცირე რაოდენობით რომელიმე დასახელების კენკრა და მიირთვით ის იოგურტთან, მაწონთან ან ხაჭოსთან ერთად ან თუნდაც ყველაფრის გარეშე.

ზამთარში C ვიტამინის შემცველობით გამორჩეული შტოშია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ შტოში С ვიტამინთან ერთად ძალზე იშვიათ PP ვიტამინს შეიცავს, რომელიც თავის მხრივ C ვიტამინის ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს. ასე, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად შტოშს ძნელად თუ გაეჯიბრება რომელიმე სხვა კენკროვანი ხილი. ამას გარდა შტოში რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, ვერცხლს და ფოსფორს შეიცავს. ამ ყველაფრის წყალობით,. ის ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად ითვლება. აი მწვანილის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში, როგორც ცოცხალ მწვანილში ისე გამომშრალიც, უცვლელად ნარჩუნდება ეთერზეთები და შეუცვლელი მიკროელემენტები. ასე, რომ ზამთარში უხვად გამოიყენეთ მწვანილი კერძების მომზადებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები