LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავადა ვარ, ავადა” – გიორგი ცხადაძემ ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა

148
IMG_0558-1024x683

„რადიო დუეტს” მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე სიმღერის პრემიერით სტუმრობდა, რომელიც მსმენელმა პროექტიდან ,,მხოლოდ ქართული” გაიცნო. გარდა ამისა ექსკლუზიური სიახლეებიც გაგვანდო და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა, რომელიც საავტორო სიმღერების ჩაწერას და ვიდეორგოლის გადაღებას მოიცავს.

გიორგი ახლახანს დაბრუნდა კიევიდან, სადაც საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობდა, მან ორი სიმღერა შეასრულა, რომელთაგან ერთი ქართული „ჩიტო გვრიტო” იყო.

როგორც გავიგეთ, გიორგის სამსახიობო კარიერაშიც წარმატებები აქვს, მისი დასი ახლახან დაბრუნდა რუმინეთიდან, სადაც საერთაშორისო ფესტივალზე სამი ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g