არსებული ინფორმაციით, კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამიანი დაშავდა.
ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უცხოელი ტურისტია. ისინი მიკროავტობუსით კახეთს სტუმრობდნენ.
ცნობილია, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვნა.
ექიმის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკმაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.
“ფორტუნა” დეტალებს შსს-ში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.