LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია საბაგიროზე – ავსტრიის ალპებში გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ

5c0d891c36e36

ავსტრიის ალპებში, ტიროლის რეგიონში მდებარე სათხილამურო კურორტში საბაგირო გზაზე ავარია მოხდა. ჰოჩზილერტალის საბაგიროზე ერთმანეთს ხუთი გონდოლა შეეჯახა.

ძლიერმა ქარმა გონდოლების სამართავი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა, რის შედეგადაც ხუთი გონდოლა, რომელთაგან თითოეული 10 მგზავრზე იყო გათვლილი, ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ არ დაშავებულა, გონდოლები ამ დროს ცარიელი იყო. სამართალდამცავებმა მომხდარის შესწავლა დაიწყეს.

საბაგირო გზა 2018 წელს განაახლეს, ათმგზავრიანმა გონდოლებმა ღია ტიპის გონდოლები ჩაანაცვლეს. ცვლილება საბაგირო გზის გამტარუნარიანობის ზრდას ისახავდა მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g