LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია სამტრედია-საჯავახოს გზაზე – დაშავებულია 6 ადამიანი

307
avariaaaa

სამტრედია – საჯავახოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

ამავე ცნობებით, დაშავებულია 6 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულებიდან  ხუთი ერთი ოჯახის წევრია – მშობლები და სამი შვილი. მათგან ორი არასრულწლოვანია. კიდევ ერთი დაშავებული, მეორე ავტომანქანის მძღოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები