LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია თბილისში – არასრულწლოვანი, რომელიც მოპედზე იჯდა, გარდაიცვალა

383

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მოპედი, რომელზეც ორი არასრულწლოვანი იჯდა, ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, გადაუდებელი ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები