საუდის არაბეთში, სადილერო ცენტრმა Seven Car Lounge გასაყიდად უნიკალური სუპერქარი Pagani Zonda Riviera გაიტანა. მისი გარბენი ამ მომენტისთვის მხოლოდ 50 კილომეტრია. რა ღირს სუპერქარი, უცნობია.
სუპერქარი Zonda F-ის ბაზაზეა აწყობილი. 2015 წელს სერიოზულ ავარიაში მოყვა, ის Pagani-ს ქარხანაში გაიგზავნა, სრულიად აღადგინეს და განსაკუთრებულ მოდიფიკაციად აქციეს. ავტომობილი დაკომპლექტებულია 7,3 ლიტრის ატმოსფერული V12 Mercedes-AMG-ის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 760 ცხენის ძალაა. ძრავი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
Zonda Riviera-ს სალონში გამოყენებულია ტყავი, ლურჯი ალკანტარა და ალუმინი.
Pagani-მ Zonda-ს გამოშვება 2011 წელს შეწყვიტა. თუმცა, შეძლებული კლიენტებისთვის კომპანია ორ კარიანი ვერსიების აწყობას განაგრძობს.