LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავატარის“ მეორე ნაწილის შემოსავალმა $1-მილიარდს გადააჭარბა

164
page

ორი კვირის წინ ჯეიმზ კამერონის საკულტო ფილმის, „ავატარის“ მეორე ნაწილის პრემიერა შედგა. პრემიერიდან მალევე მისმა გლობალურმა შემოსავალმა $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. შაბათ-კვირას ფილმმა $900 მილიონის გამომუშავება შეძლო, ბოლო მონაცემებით კი $1-მილიარდსაც გადააჭარბა.

რეჟისორის განცხადებით, მისი ახალი ფილმი ავატარი: წყლის გზა“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდება. ის ვარაუდობს, რომ მეორე ნაწილი მინიმუმ $2 მილიარდს გამოიმუშავებს.

„ასეთი ვიზუალური ეფექტები საზოგადოებას ჯერ არასდროს უნახავს“ – კინოკრიტიკოსები ახალი „ავატარით“ აღფრთოვანებულები დარჩნენ

„ავატარის“ ახალი „თრეილერი“ გულგრილს არავის დაგტოვებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები