LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავატარის“ ახალი „თრეილერი“ გულგრილს არავის დაგტოვებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ

229
Untitlessdfgf

ჯეიმზ კამერონის ფილმი „ავატარი“ ახალი ნაწილით  ავატარი: წყლის გზა“ 13 წლის შემდეგ ბრუნდება. რამდენიმე საათის წინ პირველი ოფიციალური, ვრცელი „თრეილერი“ გავრცელდა, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ. მანამ, სანამ 16 დეკემბერს პრემიერა შედგება, მცირე დეტალები სიუჟეტის შესახებ.

მოვლენები პირველი ფილმის სიუჟეტიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება. მთავარი აქცენტი კი პლანეტა „პანდორას“ ოკეანეების სიღრმეებზეა გაკეთებული, სადაც უამრავი საოცარი არსება ბინადრობს. ჯეიკსა და ნეიტირის უკვე შვილები ჰყავთ.

ერთი სიტყვით, წინ საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა გველოდება.

ცნობისთვის, გადაღებები 250 მილიონი დოლარი დაჯდა, ფილმს ახალ ზელანდიაში იღებდნენ. ფილმში ბევრ ნაცნობ მსახიობს ვიხილავთ. მთავარ როლებს კვლავინდებურად სემ უორტინგტონი და ზოე სალდანა შეასრულებენ, ასევე ვიხილავთ სიგურნი უივერიც.

ვიდეო: „ავატარის“ პირველი, საოცრად შთამბეჭდავი თრეილერი გავრცელდა

„ავატარიდან“ პირველი კადრები გავრცელდა, ცნობილია მსოფლიო პრემიერის თარიღი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები