LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმზ კამერონი ისტორიაში შევიდა – „ავატარის“ მეორე ნაწილმა 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

227
Untitled.pngfdfdfd

ლეგენდარული რეჟისორი, ჯეიმზ კამერონი ისტორიაში შევიდა. ის ერთადერთი რეჟისორია, რომლის სამი ფილმის შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ავატარის“ მეორე ნაწილმა,  ავატარი: წყლის გზა“, ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა.

ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში $2,024 მილიარდი გამოიმუშავა. აქედან $598 მილიონი კინოსურათმა ამერიკის კინოთეატრებიდან მიიღო.

ის სულ მალე გადაასწრებს „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომს“ ($2.048 მილიარდი) და„ვარსკვლავური ომებს ($2.068 მილიარდი)

ცნობისთვის, ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად დღემდე პირველი „ავატარი“ რჩება. 2009 წელს გამოსულ ფილმს, $2.922 მილიარდი აქვს გამომუშავებული.

„ავატარის“ მეორე ნაწილის შემოსავალმა $1-მილიარდს გადააჭარბა

„ასეთი ვიზუალური ეფექტები საზოგადოებას ჯერ არასდროს უნახავს“ – კინოკრიტიკოსები ახალი „ავატარით“ აღფრთოვანებულები დარჩნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები