500 ლარიანი ვაუჩერის განაღდებით სოციალურად დაუცველი თბილისში მცხოვრები პენსიონერი 725 ლარის მეტიკამენტს მიიღებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ,,ავერსი” ავრცელებს.
ავერსის სააფთიაქო ქსელი 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში არსებულ მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ფასდაკლების დღეების ფასებით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავერსის ნებისმიერ აფთიაქსში,მოქალაქეები აღნიშნული ვაუჩერის გამოყენებას მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეძლებენ.