Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში კი, ჟურნალისტი გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავღანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამის უკან თალიბანი იდგა.
მედიის ცნობით, მოკლული პირი Paktia Ghag-ის რადიოს მენეჯერი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ჯგუფის NAI-ის წევრი იყო. გატაცებული ჟურნალისტი კი, კერძო სატელევიზიო არხის Gharghasht TV-ს თანამშრომელია.
„ომარი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს… ის ლიბერალი ადამიანი იყო… დამოუკიდებელი მუშაობის გამო ჩვენ სამიზნე ვართ“, – განაცხადა NAI-ის ხელმძღვანელმა, მუჯიბ ხელვატგარმა.
როგორც სააგენტო NAI-ზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე წელს, სულ მცირე, 30-მდე ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა ან გაიტაცეს.
თალიბანის წარმომადგენელმა კი გამოცემას განუცხადა, რომ ქაბულში მომხდარი მკვლელობისა და ჰელმანდში გატაცებული ჟურნალისტის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.