ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თალიბების პროვინციაზე განხორციელებულ ავიადარტყმას სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და ქალებიც არიან.
„რადიკალები ერთ-ერთი სახლის გვერდით იმალებოდნენ, როდესაც მათზე ავიადარტყმა განხორციელდა,” – განაცხადა ჰელმამდის პროვინციის გუბერნატორმა.
იერიშის შედეგად მსხვერპლი არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში იყო – დაღუპულია 16 თალიბი მებრძოლიც.
