LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში მიწისძვრის მსხვერპლი კიდევ იზრდება

71

ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა, ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან მდებარეობდა.

ბოლო მონაცემებით 260 ადამიანია გარდაცვლილი, ასობით დაზარალებული. მიწისქვეშა ბიძგები ცენტრალურ აზიაშიც კი იგრძნეს. ყველა ქვეყანაში, სადაც მიწისძვრა ძლიერი აღმოჩნდა, ასობით დაშავებულია.

ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს ავღანური ქალაქი ფაიზაბადი მდებარეობს. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისქვეშა ბიძგების კერა 200 კმ-ს სიღრმეზე მდებარეობდა. თუ კერა შედარებით ახლოს იქნებოდა მიწის ზედაპირიდან, ნგრევის მასშტაბები ბევრად დიდი იქნებოდა.

ბოლო მონაცემებით, პაკისტანში სტიქიამ 214 ადამიანი იმსხვერპლა, ავღანეთში – 52, 1800-ზე მეტმა ტრავმა მიიღო. ავღანეთის პროვინცია ტაჰარში, გოგონების სკოლაში 12 მოსწავლე დაიღუპა, 25 დაშავდა.

პაკისტანში გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ჩრდილოეთ რაიონებშია. კომუნიკაციის და ინსფრასტრუქტურული პრობლემების გამო აღნიშნულ რაიონებში მსხვერპლი, შესაძლოა, ძალიან გაიზარდოს.

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ისევე როგორც ავღანეთისა და პაკისტანის დედაქალაქებში, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ დაავალა მთავრობას, სასწრაფოდ შეაფასონ ზარალი.

„მზად ვართ, დავეხმაროთ ყველა რაიონს, სადაც ეს საჭირო იქნება, მათ შორის ავღანეთსა და პაკისტანს,“ – წერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g