ავღანეთში კერძო რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა.
არსებული ცნობებით, Falcon 10 ჩარტერულ რეისს ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა, 2 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
წინასწარი ვერსიით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ძრავის გაუმართაობა გახდა.