მსუბუქი თვითმფრინავი, რომელშიც 12 მგზავრი იმყოფებოდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ დაკოტაში მოხდა. ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
ამერიკული მედია წერს, რომ თვითმფრინავი Pilatus PC-12 ქალაქ ჩემბერლენის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარბუქი გახდა.