LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფის თავიდან აცილების მცდელობა პილოტებისთვის ციხით დასრულდა

49
Capture

დომინიკელთა რესპუბლიკაში დააკავეს კანადური ეკიპაჟის წევრები, თვითმფრინავის ბორტზე დიდი რაოდენობით კოკაინი იპოვეს.
კანადური ჩარტერული ავიაკომპანიის pivot Airlines-ის პილოტები და ბორტგამცილებლები ციხეში ჩასვეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში შემთხვევით 200 კილოგრამი კოკაინი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას National Post ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ავიაგადამზიდის თანამშრომლები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ტორონტოს რეისისთვის ემზადებოდნენ. აფრენის წინ ერთ-ერთმა პილოტმა ხომალდის ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილში რამდენიმე უცხო ჩანთა შეამჩნია. უცნობი ნივთები მას ბომბი ეგონა და ამიტომ სასწრაფოდ პოლიციას შეატყობინა.

ადგილზე მისულმა ექსტრემალური სამსახურის თანამშრომლებმა ეკიპაჟს კონტრაბანდისტობაში დადეს ბრალი და ყველა მათგანი დააპატიმრეს. პილოტის განცხადებით, მას მხოლოდ შესაძლო ავიაკატასტროფის თავიდან აცილება სურდა, თუმცა ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა.

მთავრობამ გამოძიება დაიწყო, Pivot Airlines კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები დაუსაბუთებელი ბრალდებისგან იხსნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები