LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუნგლებში 80 წლის წინ დაკარგული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავი იპოვეს

148
3654

პაპუა-ახალი გვინეის ჯუნგლებში იპოვეს საომარი თვითმფრინავი, რომელიც 80 წლის წინ ჩამოვარდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ამერიკული სამხედრო ხომალდი Douglas SBD Dauntless ავიაკატასტროფაში მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 14 იანვარს მოხვდა. თვითმფრინავის ბორტზე პილოტი, ლეიტენანტი ბილი რეი რემსი და მსროლელი, სერჟანტი ჩარლი ჯო შარა იმყოფებოდნენ. ორი სამხედრო ასრულებდა მისიას, რომლის მიზანიც იაპონური გემი იყო.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, თვითმფრინავი მტრის ცეცხლში მოხვდა და ჩამოვარდნის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ხომალდის პოვნას 80 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ და მთელი ეს პერიოდი რემსი და შარა დაკარგულთა სიაში იყვნენ.
Douglas SBD Dauntless-ის ნაწილები პაპუა-ახალი გვინეის მაცხოვრებლებმა იანვარში იპოვეს. ამ ადამიანებს თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია წინაპრებისგან ჰქონდათ: „ზოგიერთი ჩვენი ბებია და ბაბუა გვიყვებოდა, რომ ჯუნგლების მთიან ნაწილში ავიაკატასტროფა მოხდა. თუმცა, მათ არ იცოდნენ ზუსტად სად ჩამოვარდა თვითმფრინავი“.

ადგილობრივებმა ავიაკატასტროფის ადგილზე ადამიანის კვალსაც მიაგნეს. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი ავარიის ადგილისკენ უახლოს მომავალში გაემგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები