LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტმა თვითმფრინავი შემთხვევით სხვა ქალაქში დასვა და თავი ცუდი ამინდით გაიმართლა

136
65640a73fe5bc6545ebc22dd

ავიაკომპანია United Zealand Airlines-ის პილოტმა თვითმფრინავი სხვა ქალაქში დასვა და თავისი შეცდომა ცუდ ამინდს დააბრალა. მომხდარის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აზუსტებს, რეისი ლაგოსიდან ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში მიდიოდა. დანიშნულების ქალაქის ნაცვლად პილოტმა ხომალდი სულ სხვა ადგილას, 321 კილომეტრის მოშორებით დასვა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დაფრენის შემდეგ კაპიტანმა მგზავრებს აბუჯაში მშვიდობით ჩასვლა მიულოცა. როდესაც მგზავრებმა შეამჩნიეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, პილოტმა სასწრაფოდ მეორე განცხადებაც გააკეთა და დააზუსტა, რომ არასწორი მონაცემები მიაწოდეს.

მოგვიანებით მომხდარის სხვა ვერსიაც გაჩნდა, რომლის მიხედვითაც ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ლაინერს დანიშნულების ადგილამდე ჩასვლის საშუალება არ მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები