LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

85
rm-2020-12-10-06-36-03-522398

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის ფრენების განრიგიდან ირკვევა, ერევანი-თბილისი-ერავანის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია Armenia ფრენებს 5-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს.

სააგენტო „ავიანიუსი“ წერს, რომ გამორიცხული არ არის, ავიაკომპანიამ რეისები 15 იანვრის შემდეგაც განახორციელოს.

5-8-10-13-15 იანვარს, ერევანი-თბილისი-ერევანის საჰაერო ხაზზე Armenia დღეში ორი სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია მგზავრებს როგორც ერევანი-თბილისის, ასევე თბილისი-ერავანის მიმართულებაზეც მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g