საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძე ინფორმაციით, ავიაკომპანია ”ატლასგლობალი” დღეს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისს განახორციელებს. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს ფრენა ანკარის დროით 16:20 საათზე განხორციედება.
“ავიაკომპანია ატლასგლობალი საგანგებო მდგომარეობაში ნიშნავს რეისს დღეს, 16 ივლისს. მიმართულება: სტამბული – თბილისი. გამოფრენის დრო: 16:20 ადგილობრივი დროით!” – წერს კობახიძე.