LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიებმა 2016 წელს 4 მილიარდზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს

46

მსოფლიოს ავიაკომპანიებმა 2016 წელს 4 მილიარდზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებზე 6%-ით უფრო მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაავრცელა.

ექსპერტთა ინფორმაციით, მსოფლიო ტურისტთა ნახევარი გადაადგილების მთავარ საშუალებად თვითმფრინავს ირჩევს და გასულ წელს 35 მილიონი ფრენა შესრულდა.

საინტერესოა, რომ მგზავრთა მესამედმა უპირატესობა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს მიანიჭა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ მოთხოვნილების ზრდა ფასების შემცირებას გამოიწვევს და ფრენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები