მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა მონაწილეობა მიიღო ავიაკომპანია Emirates-ის სარეკლამო რგოლში, სადაც მცირე დროში მოახერხა საკუთარი იუმორისტული შესაძლებლობების გამოვლინება.
რეკლამის სიუჟეტის მიხედვით, ენისტონი ბორტზე შხაპსა და ბარს ეძებს, რის გამოც ეკიპაჟის დაცინვის ობიექტი ხდება. ეს კი მსახიობის სიზმარი აღმოჩნდება, ის უმაღლესი კლასის თვითმფრინავში A380-ში იღვიძებს, სადაც ხვდება ყველაფერი, რაზეც სიმზარში ოცნებობდა. აღსანიშნავია, რომ სცენარი სპეციალურად დაწერეს ჯენიფერ ენისტონისთვის.



