რიგებისთვის თავის არიდება და სავარძლებზე ბარგის დაწყობა – ავიამგზავრებმა ყველაზე გამაღიზიანებელი ქცევები დაასახელეს.
ბრიტანელმა ექსპერტებმა 2000-მდე ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, თუ რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მათ აეროპორტში ყოფნის დროს. როგორც აღმოჩნდა, ტურისტებს ის მგზავრები აღიზიანებენ, ვინც წინ გასვლას რიგის გარეშე ცდილობს. უკმაყოფილებას იწვევენ ასევე ის ადამიანებიც, ვინც მოსაცდელ დარბაზში სავარძელს ბარგით იკავებს და სხვას დაჯდომის საშუალებას არ აძლევს. გამოკითხულთა 38%-ს კი ის მგზავრები არ მოსწონთ, ვინც რიგში დგას და პასპორტის ძებნას კი ბოლო მომენტში იწყებს. გამაღიზიანებელთა სიაში აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, ვისაც ჩემოდანი ზედმეტად გატენილი აქვს და ამოლაგებას კონტროლის გავლის დროს იწყებს ან ჩანთა ერევა და თავისის მაგივრად სხვის ბარგს იღებს.