სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი წერს, რომ ორბელიანის მოედანზე, მერიის მიერ წარმოებული გათხრების დროს, ძველი ნაგებობები ჩნდება, რომლებსაც ანადგურებენ.
როგორც ვაჩეიშვილი წერს, მერიამ არქეოლოგიური სამსახური გააუქმა, შესაბამისად ასეთ საკითხზებზე სწრაფი რეაგირებისთვის, დედაქალაქის მთავრობას, სპეციალისტი არ ჰყავს.
“მერია თხრის ორბელიანის მოედნის გარშემო, უკვე კარგა ხანია. მიწისქვეშ ხშირად ჩნდება ასეთი, ძალიან საინტერესო ფრაგმენტები – წყლის კოლექტორი, სადინრები, ეგებ კიდევ სხვა ფუნქციის ნაგებობების ნაშთებიც.
მე-19 საუკუნეცაა, ადრეულსაც გავს ზოგი, ეგებ მე16 საუკუნეც კი…
არადა თბილისის მრავალათასიან მერიას სამსახური კი არა, ერთი არქეოლოგიც კი არ ყავს წამლად, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებზე სასწრაფო რეაგირებისთვის.
ბ-ნმა მერმა ისე გააუქმა მერიის არქეოლოგიური კომისია, რომ ამ ფუნქციების მოგვარებაზე არც უფიქრია.
მშენებლები ასეთ ნაშთებს ან ანგრევენ, ან აზიანებენ, ან მიწას აყრიან და ფარავენ…
დასანანია და გამოსასწორებელი.
საკრებულოში დავძარით ეს ამბავი.
ავიწყდებათ – ძველისძველი ქალაქია – მისახედია!”, – წერს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში.